მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია უახლოეს შეხვედრას, რომელსაც მისი გუნდი 26 სექტემბერს, "პარმასთან" VთB ლიგაში გამართავს, გამოტოვებს. ამის შესახებ რუსული კლუბის ვებგვერდი იუწყება.
შენგელიამ გუშინ „ასტანასთან“ შეხვედრის დასაწყისში, კონკრეტულად მეოთხე წუთზე მარჯვენა მუხლის არეში დაზიანება მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. როგორც პირველმა გამოკვლევამ აჩვენა, ქართველს მარჯვენა წვივის კონტუზია დაუდგინდა და კონსერვატიული თერაპიის კურსს გაივლის.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია ზუსტად რა პერიოდით მოუწევს თორნიკეს უქმობა და ამას შემდეგი შუალედური გამოკვლევების შედეგები დაადგენს.
შეგახსენებთ, შენგელიამ „ასტანასთან“ მატჩში 3:19 წუთი ითამაშა, 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა და ტრავმის გამო მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.