რონალდუს ცოლს წარუმატებლობა არ აშინებს

რონალდუს ცოლს წარუმატებლობა არ აშინებს

მას შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე პირველად უეფას მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ვერ მოხვდნენ, ჟურნალისტებმა თავი არ დაზოგეს, რომ საკუთრივ რონალდუსა და მესის კომენტარი მოეპოვებინათ, თუმცა ერთადერთი ვისაც კომენტარს გამორჩნენ, კრიშტიანუს მეუღლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესია.

ჯორჯინა ამბობს, რომ იგი მოელოდა ამ დღეს და სულაც არ გაჰკვირვებია მისი ქმრის საუკეთესოთა მიღმა დატოვება. უფრო მეტიც - როდრიგესაანთ ქალის განცხადებით, ამ მცირედმა წარუმატებლობამ შესაძლებელია კრიშტიანუზე ცივი შხაპივით იმოქმედოს და 2020-2021 წლის საფეხბურთო სეზონი მის კარიერაში საუკეთესო გახდეს.

აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ გასული საფეხბურთო სეზონი ალბათ ერთადერთი იყო, როდესაც ჯერ საოჯახო საქმეების და შემდეგ კი კორონავირუსის მძლავრობის გამო ჯორჯინა როდრიგესმა ვერაფრით მოახერხა ტურინის სტადიონზე მისვლა და კრიშტიანუს ქომაგობა. ვინ იცის, ეგებ სწორედ საყვარელი ქალის გულშემატკივრობა დააკლდა რონალდუს წარმატებამდე...