26 წლის კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა და მისმა მეუღლემ 23 წლის ჰეილი ბოლდვინმა ქორწინების ორი წლისთავი აღნიშნეს.
წყვილი დასავლეთ ჰოლივუდში არსებულ ერთ-ერთ კაფეს ეწვია. რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი წყვილი მალევე მოექცა პაპარაცების ობიექტივში.
წყვილმა 13 სექტემბერს მალულად იქორწინა, ხოლო ოფიციალური ცერემონია უკვე 30 სექტემბერს ჰქონდათ.