მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი, ბერნარ ლაპორტი საფრანგეთის პოლიციამ ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრა.

ლაპორტთან ერთად, რომელიც საერთაშორისო საქმიანობის პარალელურად, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა, სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ ხელმძღვანელი მოელ ალტრადი, 2023 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ არჩერი და საფრანგეთის რაგბის კავშირის ორი მაღალჩინოსანი, ნიკოლა ურკე და სერჟ სიმონი დააკავეს.

თითოეულს, მათ ხელთ არსებული ფინანსების არაკანონიერად განკარგვა ედება ბრალად და ოფიციალურ განცხადებას ფრანგი სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გააკეთებენ.