ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ურუგვაელი ფეხბურთელი ლუის სუარესი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას წინასწარ გაუგზავნეს იტალიის მოქალაქეობის მისაღებად ჩასაბარებელი ტესტი, რათა პასუხები დაეზეპირებინა და შემდეგ გამოცდა იოლად ჩაებარებინა. საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები პერუჯას უცხოეთის უნივერსიტეტის რექტორი ჯულიანა გრეგო ბოლი და გენერალური დირექტორი სიმონე ოლივიერი არიან.

იტალიის მოქალაქეობის მიღება სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში სჭირდებოდა, თუმცა ტურინულ კლუბში მისი ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა დიდი ალბათობით 33 წლის ფორვარდი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ განაგრძობს.