კორონავირუსის პრევენციის მიზნით შესაძლოა ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სისტემა შეიცვალოს.
ფიბა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ნოემბერში საშინაო და საგარეო შეხვედრების ნაცვლად, გუნდებმა შესარჩევი თამაშები ერთ ქალაქში ჩაატარონ. დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლი და ერთ ლოკაციაზე მაქსიმუმ რვა ქვეყნის ნაკრების ჩასვლაა შესაძლებელი, მასპინძელი ქვეყანა კი რეგიონალური პრინციპით შეირჩევა.
კალენდრის მიხედვით საქართველოს ნაკრებმა 27 ნოემბერს ფინეთის გუნდთან, 30 ნოემბერს კი ასევე სტუმრად შვეიცარიის ნაკრებთან უნდა ითამაშოს.