ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას თავისი იდეები აქვს და არ სურს, რომ ვინმეს მიბაძოს.
„შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, სამწუხაროა, რომ თამაში მაშინვე ვერ დავხურეთ, რადგან მეორე ტაიმში მოგვიწია ნერვიულობა, მაგრამ ბიჭებმა მთლიანობაში კარგად ითამაშეს, მოვახერხეთ მეტოქის კონტრშეტევების კონტროლი.
ფეხბურთელებთან დიალოგი საჭიროა, ეს მომწონდა ფეხბურთელების დროს და დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაკკენი გერმანიიდან როდესაც შემოგვიერთდა, ვარჯიში დაწყებული ჰქონდა და კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. შექმნის ფაზაში ჰქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ეს პირველი თამაში იყო და შეგვიძლია ვაპატიოთ.
არ მინდა, რომ ვინმეს მივბაძო, მე ჩემი იდეები მაქვს და მინდა ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ეს ჩემი „იუვენტუსი“ იქნება. კულუსევსკი ნამდვილი ჩემპიონია, მისი გონება 20 წლის ბიჭის არაა, ის მზადაა ჩვენთან სათამაშოდ. დიბალა? როდესაც დაბრუნდება შევაფასებთ სად უნდა ითამაშოს, მას შეტევაში ნებისმიერ ადგილზე შეუძლია თამაში, კულუსევსკისთან ერთად, ან მის პოზიციაზე, ანაც, ფორვარდად.
რონალდუ? მასთან ვისაუბრე, მან იცის როდის უნდა დაისვენოს და როდის - არა. როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩები გვექნება დასვენების დროსაც მიიღებს“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ გენუის „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა, გოლები კი დეიან კულუსევსკიმ, ლეონარდო ბონუჩიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს. პირლოს „იუვეს“ მომდევნო თამაში „რომასთან“ ელოდება.