ყაზანის "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ხლეონიდ სლუცკის მოსკოვის "სპარტაკთან" (0:2) წაგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს. ჟურნალისტმა რუს სპეციალისტს უთხრა, რომ ქართველი ბევრს იღებდა საკუთარ თავზე და ნაკლებად კონსტრუქციულად თამაშობდა.
"ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა და გასაგებია, კონსტრუქციული რომ იყოს, ყველა მატჩში 3 გოლს გაიტანდა. კითხვა იმის შესახებ, რომ "რუბინს" ხასიათი აკლდა, ზედმეტია. მთელი თამაში ვდომინირებდით, შევქმენით რამდენიმე შანსი, ბოლო წამებამდეც. მაშინ სხვა რა არის ბრძოლიუნარიანობა? ჭოკით ხტომაში ბუბკას რეკორდი უნდა გაგვემეორებინა? სელექციაზე კითხვაც უადგილოა, როდესაც ჩემი აზრით, ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ძალიან საინტერესო და ნათელ ფეხბურთს თამაშობს", - თქვა სლუცკიმ.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ "სპარტაკთან" შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე მასთან უხეშობის გამო მოსკოველთა მცველი პაველ მასლოვი გააძევეს, რომელსაც ორივე ყვითელი ბარათი 19 წლის ქართველმა აკიდა. ხვიჩას პირველ ტაიმში ჰქონდა სამი საგოლე შანსი, განსაკუთრებით კარგი პირველივე წუთზე.
"რუბინი" "სპარტაკთან" დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მოსკოველთა მეკარემ თამაში 8 სეივით დაასრულა, მაშინ, როდესაც "რუბინის" კარის ჩარჩოში სტუმრებმა ერთხელ დაარტყეს და ორი გოლი გაიტანეს... მეორე ავტოგოლი იყო და ცხადია ეს სტატისტიკაში, როგორც დარტყმა არ ფიქსირდება. "რუბინს" 8 ტურის თავზე 11 ქულა აქვს.