საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია „ოვიედოს“ ფეხბურთელია, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. 25 წლის ქართველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებთ გაიარა და მხოლოდ ოფიციალური დასტურიღა რჩება.
მეტი სიცხადისთვის, გიორგიმ უკვე ივარჯიშა „ოვიედოს“ საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთ ახალწვეულ გუსტავო ბლანკო ლეშჩუკთან ერთად. ისინი კორონავირუსის ტესტირებაზე პასუხებს ელოდებიან და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდებიან.
აბურჯანია ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რომელიც მან „ტვენტეში“ გაატარა და 19 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში "ხიმნასტიკსა" და "ლუგოში" უთამაშია.