„არსენალის“ კაპიტანმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას Talk Sport-ი ავრცელებს.
ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, რომლის მიხედვითაც გაბონელი თავდამსხმელი ყოველკვირეულად ხელფასის სახით 350,000 ფუნტს მიიღებს და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლის იანვარში „დორტმუნდიდან“ 56 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდეგ „მეთოფეებში“ გამართულ 111 შეხვედრაში 72 გოლის გატანა მოახერხა.
ობამეიანგისთვის ყველაზე წარმატებული გასული სეზონი იყო, როდესაც „კანონირებთან“ ერთად ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო, თანაც „ჩელსისთან“ და „ლივერპულთან“ გადამწყვეტ შეხვედრებში აფრიკელმა ფეხბურთელმა გოლების გატანა შეძლო.