ოთხი ცალი ქათმის ფილე გავჭრათ სიგანეზე ისე რომ მთლად ორი ნაწილი არ გამოვიდეს. პარალელურად, დაფაზე დავაფინოთ ბეკონის ორი თხელი ნაჭერი, დავადოთ ხორცი და ხორცზე დავაწყოთ პომიდვრები ან შებოლილი ყველი, ან ორივე ერთად. გადავახვიოთ რულეტივით და ხის ჩხირები ჩავარჭოთ რომ არ გაიხსნას.
შემდეგ, გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე, დავაწყოთ ხორცი ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და მოვამზადოთ (30-40 წუთი დასჭირდება). ბეკონი უნდა დაიბრაწოს.
ამის მერე, მოვამზადოთ საწებელი: ჩავასხათ პატარა ქვაბში 3-4 კოვზი ზეთი და დავაყაროთ 2 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, ასევე 4 ფურცელი წვრილად დაჭრილი ბეკონი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ, დავამატოთ 7-8 ცალი მსხვილად დაჭრილი სოკო, 250 გრამი არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადების შემდეგ, კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
როცა ხორცი უკვე მზად იქნება, ავიღოთ საწებელი და მოვასხათ. კვლავ შევდგათ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთი.
ინგრედიენტები:
4 ცალი ქათმის ფილე,
ბეკონი – 300 გრამი,
პომიდორი – 2–3 ცალი,
შებოლილი ყველი – 300 გრამი,
ხახვი – 2 ცალი,
ქამა სოკო – 7–8 ცალი,
250 გრამი არაჟანი,
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.