ხორბალი თვალსა და ხელს შუა ძვირდება - პურიც გაძვირების ზღვარზეა

ხორბალი თვალსა და ხელს შუა ძვირდება - პურიც გაძვირების ზღვარზეა

რუსეთში ხორბლის ფასი გაიზარდა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ადასტურებს, რომ მარცვლეულის ღირებულება მაღლა მიდის. საქართველო კი მთლიანად მეზობელ ქვეყნის ამარაა დარჩენილი, მით უფრო, რომ წელს ადგილობრივი მოსავალიც ცოტაა და რუსეთის ხორბალზე დამოკდებულება 100%-მდე გაიზარდა.

ხორბლის გაძვირება გვალვებით მოსავლის შემცირებას უკავშირდება. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვალვის შედეგად მიღებული ეკონომიკურ დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფინანსური ზარალი 5 მლრდ რუბლს აღემატება. ნათესი ფართობის მოცულობა კი, რომელსაც გვალვის შედეგად ზიანი მიადგა 730 ათას ჰა-ს შეადგენს, რაც საერთო ფართის 33%-ია.

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე გაზრდილია, რასაც ოპოზიცია დანაშაულად მიიჩნევს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მალე საქართველოში პური გაძვირდება.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის შეჩერებამ და ლარის უკიდურესად დასუსტებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც გაზარდა რუსული ხორბლის მოთხოვნა ადგილობრვ ბაზარზე. ამიტომ საქართველოს უწევს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით იხელმძღვანელოს.

„ჩვენ მოქალაქეებს პურზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მართლაც იქონიებს თუ არა გავლენას ხორბლისა და ფქვილის ფასზე რუსულ ხორბალზე ფასების ზრდა? ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამტკიცებს, რომ რუსეთის ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას ფქვილის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება არ შეუძლია.

„რუსეთში ხორბალის ფასი ნადვილად გაიზარდა. ჩვენ ფასს ვითვლით ფოთის პორტის პირობებში. თუ 1 თვის წინ 1 ტონა ხორბლის ფასი 207 დოლარი იყო, დღეს არის 215 დოლარი, შესაბამისად ზრდა არის დაახლოებით 7-8 დოლარის ფარგლებში, თუმცა ხორბლის მოსავლის აღების დასაწყისშიც, ანუ ივნის-ივლისში 1 ტონა ხორბლის ფასი 215 დოლარი იყო, შემდეგ ეს ფასი წამოვიდა ქვემოთ და 207 დოლარამდე ჩამოვიდა. ახლა უბრალოდ ისევ ავიდა ზევით, დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც იყო პირველი ივლისისთვის.

საქართველოში 1,5-2 თვის მარაგი გვაქვს, რომელიც 207-208 დოლარად გვაქვს შესყიდული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მთავარ ხორბლის საიმპორტო ქვეყანაში კვლავ მოხდა ხორბლის გაძვირება, ეს მყისიერად კი არ დაეტყობა ბაზარს, არამედ გაძვირებული ხორბალი, რომელიც შემოვა საშუალო შეწონილ ფასად შეერევა იმ ხორბალს, რომელიც იყო მანადმე უფრო იაფი, შესაბამისად მდორედ შეიძლება ამის გადატანა.

ხორბლის ფასის დრამატული ცვლილება მათ შორის რუსულ ხორბალზე, წესით, არ უნდა იყოს ისეთი, რომ დრამატულად აისახოს ფქვილის ფასზე“, - განუცხადა „ბიემს“ სილაგავამ.

ამჟამად 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი წიქვილკომბინატებიდან დაახლოებით 50-51 ლარია, რაც მარცვლეულის მოსავლის აღების დასაწყისში არსებული ფასის ანალოგიურია.

დაახლოებით იავე მოსაზრებისაა მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. პარალელურად ის ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველომ მეზობელი ქვეყნის ბაზარი უნდა გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, არასასიამოვნია, რომ რუსეთში ხორბალი გაძვირდა. კორონავირუსის გამო, ყველა ქვეყანა თადარიგს იჭერს, რომ თავისი მარაგი შეავსოს, მაგალითად, თურქეთი, რომელიც რუსული ბაზრის უდიდესი მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, მკვეთრ ცვლილებას ფქვილის ფასთან მიმართებით არ ველოდები.

საერთოდ კი, ძალიან ბევრი ბარიერი გვაქვს შექმნილი ხორბლისთვის საბაჟოზე. შემომტანმა ბევრი დოკუმენტი უნდა შეავსოს და შეასრულოს, რათა ქვეყანაში მარცვლეული შემოიტნოს, ამ დროს კი პირიქით, უნდა გავამარტივოთ. არ არის ახლა იმისი დრო, რომ ჩვენ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ.

არ ვამბობ, რომ საბაჟოზე კორონტოლი არ იყოს, მაგრამ უნდა გავამარტივოთ. ნუ შევუქმნით ხორბლის შემომტანებს ბარიერებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემებს უფრო მარტივად გადავიტანთ. მოვაქციოთ ყველაფერი აღრიცხვაში, გავაიოლოთ და ასეთ დროს გაძვირებაზე საუბარი არ იქნება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

Aburjga Tasmanieli საბაჟოზე ხორბლის შემოტანა უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს, დოკუმენტალურადაც და ხარისხის მიხედვით! მე ამ ხორბლის საკითხების სპეციალისტი ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს! უფაქიზესი საქმეა ხორბლის ხარისხის დადგენა. ანალიზს დიდი ხანი არ სჭირდება , მაგრამ ძალიან საყურადღებო საკითხია!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ჩვენ გვყავს "სტრატეგიული მოკავშირე" აშშ, რომელიც მთელ თავსის გავლენას იყენებს, რომ გერმანიამ და ევროპამ საერთოდ რუსული გაზი არ მოიხმარონ! აგერ ჩვენ თითქმის მთლიანად რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული! მაგ მამაცხონებულებმა ჩვენი პატარა საჭიროებისათვის საკმარის საკუთარი წარმოების ხორბალი რომ მოგვაწოდონ მტკიცე ფასებში და რეგულარულად, ვერა, ვერა, ვერა??!! ამით ხომ მოგვაცილებენ რუსულ ძუძუს წოვას?! არა, რა, არა მაგარი უნამუსო ხალხია! მაგათ მხოლოდ ჩვენი ტერიტორია სჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად, და ქართველი ჯარისკაცები ცხელ წერტილებში !!!
4 წლის უკან