მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს, დიეგო კოშტასა და სანტიაგო არიასს კორონავირუსი აქვთ. ორივე ფეხბურთელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
მადრიდული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათვამია, რომ ორივე მოთამაშე ასიმპტომურია და თავს კარგად გრძნობენ. ისინი იზოლირებულნი არიან და პროტოკოლით დაწესებულ რეგულაციებს ემორჩილებიან.
არიასი და დიეგო კოშტა მადრიდში არ იმყოფებიან და ესპანეთის დედაქალაქში იქამდე არ დაბრუნდებიან, სანამ ვირუსს საბოლოოდ არ დაამარცხებენ.