კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ადგილობრივი პოლიცია კორუფციაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ბართომეუ კლუბის სახელით გაფორმებულ გარიგებებეში პირად სარგებელს იღებდა და ამიტომაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში „ბარსელონასა“ და I3 Ventures-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მეტწილად სწორედ ბართომეუს რეპუტაციის დაცვით იყო დაკავებული. აღნიშნული თემით კი კატალონიის მთავრობა მას შემდეგ დაინტერესდა რაც გამჟღავნდა, რომ ბართომეუ კომპანიას 6-ჯერ მეტ თანხას უხდიდა, ვიდრე ამგვარი სამუშაოს შესრულებას სჭირდებოდა. უფრო ზუსტად, მათ გადაიხადეს 980 000 ევრო, როდესაც მისი რეალური ღირებულება 150 000 იყო.
თავად „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ამ ეტაპზე ყველა ბრალდებას უარყოფს.