„ჰერტას“ ყოფილი შემტევი, ვედად იბიშევიჩი, უახლოეს დღეებში „შალკესთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ბოსნიელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
36 წლის იბიშევჩმა გელზენკირხენულ კლუბში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება დ ახლა მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. „შალკეში“ ის 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში იბიშევიჩმა „ჰერტას“ მაისურით 27 მატჩი გამართა, 9 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.