ჩენინგ ტატუმმა საბავშვო წიგნი დაწერა

ჩენინგ ტატუმმა საბავშვო წიგნი დაწერა

მსახიობმა ჩენინგ ტატუმმა კარანტინში ყოფნისას თავისი პირველი წიგნი დაწერა. შესაბამისი ფოტო მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.

წიგნის სახელწოდებაა „ერთადერთი და განუმეორებელი სპარკელა“ (The One and Only Sparkella). მსახიობმა ის თავის ქალიშვილს მიუძღვნა.

ისტორია პატარა გოგო ელას შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ბრჭყვიალა ნივთების სიყვარულის გამო თანატოლები დასცინიან. თუმცა მამა მას უხსნის, რომ დაცინვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და საკუთარი თავი ისეთად მიიღოს, როგორიც არის.

წიგნის შეძენას მსურველები 2021 წლის 4 მაისიდან შეძლებენ.