გიორგი მაკარიძე შესაძლოა ესპანურ გუნდში გადავიდეს

გიორგი მაკარიძე შესაძლოა ესპანურ გუნდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე შესაძლოა თურქეთის ნაცვლად ესპანეთში აღმოჩნდეს. Diario de Almeria-ს ცნობით, 30 წლის ჩვენებური „ალმერიას“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

სავარაუდო ტრანსფერის სხვა დეტალებზე გამოცემა არაფერს წერს და მხოლოდ ინტერესის შესახებ იტყობინება. „ალმერია“ ამჟამად სეგუნდა დივიზიონში თამაშობს.

ქართველი მეკარის ღირებულება 1 მილიონი ევროა, მაგრამ „სეტუბალი“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევითვის პრიმეირა ლიგიდან მესამე ლიგაში დააქვეითეს და გუნდიდან მისი წასვლა გადაწყვეტილია.

გიორგის აქამდე თურქული მედია სუპერლიგის ბინადარ „ერზურმსფორს“ უკავშირებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გასულ სეზონში მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში 32 თამაში ჩაატარა და 13-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.