ახალგაზრდებმა შეიძლება არ იციან, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ძალიან ხშირი იყო პოლიციის (მაშინდელი მილიციის) შეურაცხყოფის ფაქტები და კრიმინალების მიერ მათთვის არც სამხრეების ჩამოხევა იყო უცხო. როგორც ჩანს ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს საშინელი “ტრადიცია“ ისევ გრძელდება.
ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ორმა წევრმა, ძმებმა - ედგარ და გორ მალაკიანებმა სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში იქაური პოლიციის ოფიცერს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს - აგინეს, სცემეს და ბოლოს საბჭოთა კრიმინალური “ტრადიციის“ თანახმად, სამხრეებიც ჩამოახიეს, რაც პოლიციელის დაგვეთანხებით ძალიან დიდი დამცირებაა.
ძმები მალაკიანები უკვე დაკავებულები არიან და როგორც სომხური მედია იუწყება, ბოროტი ხულიგნობის ბრალდების გამო ხუთ წლამდე პატიმრობა შეიძლება დაემუქროთ. სულ მალე სომხეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება და გუნდის ორი ძირითადი წევრის მოსაკლისება, სომეხთათვის წესით მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.