ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გონსალო იგუაინი „ინტერ მაიამიში“ გადადის. TyC Sports-ის ჟურნალისტის სესარ ლუის მერლოს ინფორმაციით არგენტინელი ფეხბურთელი კლუბს უკვე შეუთანხმდა და კონტრაქტს 2022 წლის დეკემბრამდე გააფორმებს.
32 წლის ფორვარდი „ბებერი ქალბატონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდიდან მისი წავსლის ერთადერთი მიზეზიც ეს გახლავთ.
წყაროს ცნობით, არგენტინელს „ინტერ მაიამის“ ვარიანტის გარდა შემოთავაზებები ინგლისიდან და იტალიდანაც ჰქონდა, თუმცა მან MLS-ში გადასვლა არჩია.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექემია და მან რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსიდან“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ბლეზ მატიუდი დაიმატა.