თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ადაპტაციის პერიოდის გავლას აგრძელებს. მოსკოველებმა წინასასეზონო მეორე ამხანაგური მატჩი მბა-სთან გამართეს და ადვილად, 99:63 იმარჯვეს.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ისევე როგორც კიდევ ერთმა ახალწვეულმა ნიკოლა მილუტინოვმა.
აქვე გეტყვით, რომ თორნიკემ პირველ სპარინგში 14 ქულა,3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.