„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლიონელ მესის „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. BeIN Sports-ის ცნობით, ინგლისელებმა არგენტინელ ვარსკვლავს ზღაპრული კონტრაქტი გაუმზადეს.
„სიტი“ მზადაა მესის 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. ხსენებული 5 წლიდან სამს არგენტინელი „მანჩესტერ სიტიში“ გაატარებს, ხოლო ბოლო ორ წელს „ნიუ-იორკ სიტიში“, რომელიც ინგლისური გუნდის ხელმძღვანელთა მფლობელობაშია.
გარდა ამისა, ამერიკაში ლიონელი დამატებით პრემიების სახით 250 მილიონ ევროს მიიღებს. მთლიანობაში „მანჩესტერ სიტის“ 33 წლის ფეხბურთელის გადაბირება 750 მილიონი ევრო დაუდჯება.
შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონას“ დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მის მომავალ კლუბებს შორის „მანჩესტერ სიტი“ ფავორიტად სახელდება.