იტალიური „მილანი“ მადრიდის „რეალის“ ნიჭიერ ნახევარმცველ ბრაჰიმ დიასს დაიმატებს. As-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთახმებას მიაღწიეს და გარიგება მალე ოფიციალურად დადასტურდება.
21 წლის დიასი „მილანში“ ერთწლიანი იჯარით გადავა, „რეალმა“ ამ ფორმულაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა, იტალიელებს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ბრაჰიმ დიასი „სამეფო კლუბს“ 2019 წლის ზამთარში შეუერთდა და მას შემდეგ 21 თამაშში 2 გოლი გაიტანა. იქამდე, ახალგაზრდა ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.