ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება. Sky Sports-ის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და ცნობა ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.
შვედი „როსონერისთან“ ხელშეკრულებას 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მიუხედავად იმისა, რომ 39 წლისაა, სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იტალიური მედია იმასაც იტყობინება, რომ შვედი ახალ სეზონში 21 ნომრით აღარ ითამაშებს და 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი „მილანში“ იანვარში 6-თვიანი კონტრაქტით დაბრუნდა და 20 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.