იურისტმა ალეხანდრო ბალბიმ, რომელიც ურუგვაელი შემტევის, ლუის სუარესის ინტერესების წარმომადგენელია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლუისის „ბარსელონაში“დარჩენა დიდწილადაა დამოკიდებული ლიონელ მესის წასვლა-არწასვლაზე.
„ცხადია, მესის კლუბიდან წასვლა-დარჩენის ამბავი დიდად იმოქმედებს სუარესის მომავალზე. ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები არიან მინდორზეც და მის გარეთაც. მათ ძმურად უყვართ ერთმანეთი და ოჯახებითაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.
აქვს თუ არა სუარესს შეთავაზებები? რა თქმა უნდა. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლუისის სხვაგან გადასვლა მხოლოდ სპორტულ ასპექტს არ ეხება. ბარსელონაში მისი ოჯახი ცხოვრობს და ადვილი არ იქნება ასე უცებ სხვა ქალაქში გადასვლა. ამას თავად გადაწყვეტენ ოჯახში.“ - უთხრა ბალბიმ TyC Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მისვლისთანავე უთხრა სუარესს, რომ უკეთესი იქნება თუ ის სხვა კლუბს მოძებნის.