გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მთავარ მწვრთნელი ნეით მაკმილანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ინდიანა ფლეი-ოფში მაიამი ჰიტთან ოთხივე მატჩში დამარცხდა და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა.
მაკმილანმა ინდიანაში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წელს დაიწყო მუშაობა, მანამდე ის კლუბში ფრენს ვოგელის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 183 მატჩი მოიგო და 136 წააგო.
მაკმილანმა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ფლეი-ოფის სერიის არც ერთ შეხვედრაში არ ათამაშა.