უეფა სუპერთასზე მაყურებელს დაუშვებს

უეფა სუპერთასზე მაყურებელს დაუშვებს

ოფიციალურად გადაწყდა რომ უეფა სუპერთასზე მაყურებელს დაუშვებს. 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში „პუშკას არენაზე“ უეფას სუპერთასისთვის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი და ევროპა ლიგის გამარჯვებული სევილია შეხვდებიან.

უეფამ გადაწყვიტა, რომ მატჩზე დასწრებას გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა შეძლებს. საუბარია სტადიონის 30%-ის შევსებაზე. „პუშკაშ არენა" 67 215 ადამიანს იტევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრას დაახლოებით 20 164 ადამიანი დაესწრება. ამის შემდეგ უეფა დააკვირდება ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტს, დაუშვას თუ არა გულშემატკივარი სხვა შეხვედრებშიც.

„უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები და გარანტირებული იყოს ყველას, მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ვიმედოვნებთ, რომ ბუდაპეშტში გასამართი მატჩი იქნება საპილოტე ვერსია, რომლის შემდეგაც გულშემატკივრების მოედანზე დაბრუნებას დავიწყებთ“, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.