მედია: ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება სურს

მედია: ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება სურს

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ლიონელ მესის კონტრაქტში არის მუხლი, რომელიც მას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს.

გასულ კვირას, ლიონელ მესი „ბარსელონას“ ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს გუნდის გარეთ უფრო ხედავს.