ლუის სუარესი „ბარსელონას“ დატოვებს. Rac 1-ის ინფორმაციით, შვებულებაში მყოფ ურუგვაელს რონალდ კუმანი ტელეფონით ესაუბრა და პირადად აცნობა, რომ მის გეგმებში არ შედის.
ამრიგად, სამხრეთმერიკელ ფორვარდს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. „ბარსელონა“ მზადაა წინადადებები მიიღოს, მაგრამ ამავდროულად მზადაა კონტრაქტის კი გაუწყვიტოს, რომელიც ამოწურვამდე 1 წელია დარჩენილი.
სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა. ურუგვაელის გადაბირებით მისი ყოფილი გუნდის, ამსტერდამის „აიაქსია“ დაინტერესებული.