გერმანელებმა ფრანგ მოდელს გულის ატკინეს

გერმანელებმა ფრანგ მოდელს გულის ატკინეს

ფრანგი მოდელი სალო ბიზელი სპორტის ყველა იმ სახეობაშია ჩართული, სადაც ფრანგი ანდა საფრანგეთთან დაკავშირებული სპორტსმენები გამოდიან. სწორედ ამიტომაც, ბუნებრივი იყო რომ გუშინ სალოს დიდი იმედი ჰქონდა “პსჟ“-ს გამარჯვებას ფრანგ ფეხბურთელებთან ერთად იზეიმებდა და საამისოდ პორტუგალიაშიც იყო ჩასული, თუმცა...

სალო ბიზელმა ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ლისაბონში, ტელევიზორში უყურა და როგორც ფრანგული პრესა წერს, თუკი პარიზელები მათთვის ესოდენ ნანატრ თასს დაეუფლებოდნენ, საზეიმო ღონისძიების მასპინძელი და გამლამაზებელი სწორედ სალო უნდა ყოფილიყო.

ასე ათუ ისე, მშვენიერი სალო ბიზელი სხვა მრავალ ფრანგთან ერთად პორტუგალიიდან პარიზში კუდამოძუებული დაბრუნდა და აწი გულს მხოლოდ იმით თუ დიამშვიდებს, რომ აურაცხელი თანხის დახარჯვის შემდეგ “პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გარჯა როგორც იქნა ეღირსა.