საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა, რომელიც თურქეთის სუპერლიგის გუნდში „კარაგუმრუქში“ 22 აგვისტოს ჩაირიცხა, სადებიუტო მატჩში, 77-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა.
დაძაბული შეხვედრა „კარაგუმრუქსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გაიმართა და ვატო არველაძის ასისტის წყალობით ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „კარაგუმრუქის“ ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა.
22 აგვისტოს ვატო არველაძემ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.