თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე გაიმარჯვა

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე გაიმარჯვა

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა „ერმისი“.

თორნიკე ოქრიაშვილმა 51-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და კიდევ ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს. ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავაც, რომელიც ქეცბაიამ 64-ე წუთზე შეცვალა, მურთაზ დაუშვილი კი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.

29 აგვისტოს „ანორთოსისი“ სტუმრად „პაფოსს“ შეხვდება.