პრეზიდენტმა პატრიარქს პერსონალური დაცვის ხარჯების  დაფინანსება გაუუქმა

პრეზიდენტმა პატრიარქს პერსონალური დაცვის ხარჯების დაფინანსება გაუუქმა

2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ძალადაკარგულად ცნო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის 1078-ე ბრძანებულება, (https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1804342&lang=ge) , რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან პრეზიდენტის, პრეზიდენტის ოჯახის წევრების,პალამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და კათალიკოს პატრიარქის პერსონალური დაცვის სამივლიონებო ხარჯებს ქვეყნის შიგნით მივლინებისას. შესაბამისად ამ ცვლილებით ქვეყნის შიგნით მივლინებისას სახელმწიფო დაცვის ხარჯები უნდა გაიღოს ამ ჩამონათვალში მითითებულმა უწყებებმა მათთვს გამოყოფილი ბიუჯეტიდან და არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტმა. იმ ფონზე, როცა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მხრიდან არის ინიცირებული ცვლილებები კანონში სახელმწიფო დაცვის სპეც.სამსახურის შესახებ, რომლის თანახმადაც მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახური და პრეზიდენტის დაცვა ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ცალკე იქნება (http://civil.ge/geo/article.php?id=26398) პრეზიდენტმა ბრძანებულების გაუქმებით დამატებით პრობლემა შეუქმნა მთავრობას, პარლამენტს და საპატრიარქოს, იმით, რომ მათ მოუწევთ შიდა მივლინებებისთვის მათთვის გამოყოფილი საბუჯეტო ასიგნებებიდან თანხის გამონახვა. მით უფრო იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო და  სახლემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი. და პრეზიდენტმა მას შემდეგ მოახდინა ბრძანებულების გაუქმება.

ამ დაბრკოლების მიუხედავად, პარლამენტიმესამე მოსმენიოთ დაამტკიცემს ცვლილებებს კანონში და ვფიქრობ მას შემდეგ ამ თემაზე სპეკულაციებს ამით საბოლოოდ ბოლო მოეღება.

„ამიერიდან საპატრიარქოს მოუწევს, შიდა მივლინებებისას  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ხარჯები საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გასწიოს, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს დროებით შექმნის  “- აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია For.ge-სთან საუბარში.

მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზეზით მოხდა ბრძანებულების გაუქმება იმ ფონზე, როცა პარლამენტი განიხილავს კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემბდებარებაში გადადის.

2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ძალადაკარგულად ცნო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის 1078-ე ბრძანებულება, (https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1804342&lang=ge) , რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან პრეზიდენტის, პრეზიდენტის ოჯახის წევრების,პალამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და პატრიარქის პერსონალური დაცვის სამივლიონებო ხარჯების ანაზღაურებას ქვეყნის შიგნით მივლინებისას. შესაბამისად ამ ცვლილებით ქვეყნის შიგნით მივლინებისას სახელმწიფო დაცვის ხარჯები უნდა გაიღოს ამ ჩამონათვალში მითითებულმა უწყებებმა მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან და არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტმა. იმ ფონზე, როცა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მხრიდან არის ინიცირებული ცვლილებები კანონში სახელმწიფო დაცვის სპეც.სამსახურის შესახებ, რომლის თანახმადაც მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახური და პრეზიდენტის დაცვა ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ცალკე იქნება (http://civil.ge/geo/article.php?id=26398) პრეზიდენტმა ბრძანებულების გაუქმებით დამატებით პრობლემა შეუქმნა მთავრობას, პარლამენტს და საპატრიარქოს, იმით, რომ მათ მოუწევთ შიდა მივლინებებისთვის მათთვის გამოყოფილი საბუჯეტო ასიგნებებიდან თანხის გამონახვა. მით უფრო იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო და  სახლემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი და პრეზიდენტმა მას შემდეგ მოახდინა ბრძანებულების გაუქმება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი მესამე მოსმენიოთ დაამტკიცებს ცვლილებებს კანონშ, მთავრობის კომპეტენცია იქნება ამ საკითხის გადაჭრა. 

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტს, ამიერიდან სააკაშვილის კონტროლს მხოლოდ მისი პირადი და ოჯახის წევრების დაცვის ქვედანაყოფი დაექვემდებარება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება. დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა სხვა დანარჩენი ქვედანაყოფი კი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

ასეთია შეთანხმება, რომელსაც მმართველმა გუნდმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიაღწია.

უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ წესით, ეს არ უნდა იყოს სერიოზული დანამატი ბიუჯეტისთვის, რადგან ამ კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახური იმიჯნება და ერთის ნაცვლად დაცვის ორი სამსახური იქმნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ დაცვის სპეციალური სამსახურის თითქმის ყველა ქვედანაყოფის პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარება მოსალოდნელიც იყო, რადგან პრეზიდენტი ისედაც აცხადებდა, რომ მას აღარ სჭირდებოდა სახელმწიფო დაცვა; და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ინიცირებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის შესახებ ცვლილებები და იგი მთავრობის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო.

დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა სხვა დანარჩენი ქვედანაყოფის პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარების მიზეზად თეონა აქუბარდია ასახელებს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით საკმაოდ სერიოზული ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში და თავისთვის უფლებამოსილება გაიზარდა. ის ცდილობდა, სათავისო ბერკეტები შეექმნა იმისთვის, რომ დაპირისპირების პროცესში უპირატეს მდგომარეობაში ყოფილიყო. ამიტომ, ცხადია, პრეზიდენტისთვის ეს ბერკეტი უნდა გამოეცალათ.

„როდესაც პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას თალიბებს ეძახის და ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ამ რიტორიკაში აბსოლუტურად ჯდება ის, რასაც ვხედავთ; მაგრამ, როდესაც ამ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში რთავს უკვე საპატრიარქოს და პატრიარქს, ეს გაუგებარია,“-გვითხრა თეონა აქუბარდიამ. 

ის, რომ პრეზიდენტის კონტროლს მხოლოდ მისი პირადი და ოჯახის წევრების დაცვის ქვედანაყოფი დაექვემდებარება, სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს გამართლებულად არ მიაჩნია. მისი აზრით, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ და პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურა იქნება (და არა-  უმაღლესი მთავარსარდალი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი), მაშინ მისი დაცვის სამსახურის ცალკე გამოყოფა შესაძლებელი გახდება. ხოლო, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა სააკაშვილზეა დამოკიდებული, მისი პერსონის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, მას აუცილებლად სჭირდება სპეციალური სამსახური, რომელიც არა მხოლოდ დაცვას განახორციელებს, არამედ დაცვის სულ უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ანუ შეიძლება, პიროვნებას ახლდეს დაცვა და მას ფიზიკურად იცავდეს, მაგრამ მეორეა, როცა დაცვა ხორციელდება ოპერატიული ინფორმაციის, გარკვეული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისას. ასეთ დროს გაცილებით მეტი ღონისძიებები ტარდება, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური დაცვაა.

გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის აზრით, პრემიერ-მინისტრისადმი დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა სხვა ქვედანაყოფის დაქვემდებარება გარკვეულ უხერხულობას შექმნის მანამ, სანამ ახალი კონსტიტუცია არ ამოქმედდება, რადგან ნომინალურად, თეორიულად მაინც პრეზიდენტი რჩება უმაღლეს მთავარსარდლად.

„ნაციონალური მოძრაობის გაუაზრებელმა პოლიტიკამ ასეთი რეალობა შეგვიქმნა, როცა ფაქტობრივად, ორი უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს- ერთი დე იურე პრეზიდენტი  და მეორე - ფაქტობრივი, პრემიერ-მინისტრის სახით, რომელიც პასუხს აგებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მის ხელშია აღამასრულებელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ვიჩქაროთ,“-აცხადებს სამხედრო ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.