„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი ბერძენმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ინგლისელი მცველი ერთ-ერთ ბარში თანამემამულე ტურისტებს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მათ მოჩხუბრებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც „იუნაიტედის“ ფეხბურთელი არ დაემორჩილა და ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მომხდარს „მანჩესტერ იუნაიტედი“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ მათი ფეხბურთელი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მას სავარაუდოდ მალე გაათავისუფლებენ.
მაგუაირი საბერძნეთში ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული.