საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული კლუბის „ფათიჰ კარაგიუმრიუკის" ღირსებას დაიცავს. ვატომ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. სტამბოლის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვატოს ბიძა, არჩილ არველაძეა.
„კარაგიუმრიუკი" თურქეთის სუპერლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდი 22 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრას "ფენერბაჰჩესთან" ჩაატარებს.
ვატო არველაძეს, 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და საქართველოში თბილისის „ლოკომოტივში" გამოდიოდა, თურქეთში თამაშის გარკველული გამოცდილებაც აქვს - ის შოთა არველაძის გაწვრთნილ „კასიმფაშას" ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ვატოს ბოლო კლუბი კი პოლონური „კორონა" იყო, რომლის ღირსებას 2 წლის განმავლობაში იცავდა.
ვატო არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ერთი გოლია.