ლოპეტეგი:

ლოპეტეგი: "ოპტიმისტი ვარ და ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა"

ესპანური „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ მილანის „ინტერთან“ გასამართი ევროპა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ოპტიმისტია და მისი გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

„ინტერი“ კარგად დაბალანსებული გუნდია. შესანიშნავი და მრავალფეროვანი თავდასხმა ჰყვას და შეუძლიათ დაცვაში თამაში, რამდენიმე მომენტიც ჰყოფნით გოლის გასატანად. თამაშს მოწინააღმდეგის პატივისცემით უნდა მივუდგეთ, გვესმის, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

ვნახოთ როგორ იქნება ოკამპოსი ვარჯიშზე, ხვალ ყველანი მზად და საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, ოპტიმისტი ვარ. მშვიდად ვარ და უნდა შევინარჩუნოთ ეს სიმშვიდე. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

„რომა“ და „ინტერი“ საერთოდ არ არიან ერთნაირი გუნდები, ეს არის სრულიად განსხვავებული გუნდი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „ინტერის“ მატჩი 21 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. „სევილიას“ ეს ტურნირი ისტორიაში ხუთჯერ, ხოლო „ინტერს“ სამჯერ აქვს მოგებული.