"ბარსელონამ" ვან დე ბეეკის ტრანსფერზე "აიაქსთან" მოლაპარაკებები დაიწყო

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა შესაძლოა კარიერა „ბარსელონში“ გააგრძელოს. როგოროც ესპანური მედია იტყობინება, კატალონურმა გრადმა ნიდერლანდურ კლუბთან 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო.

ხოსეპ მარია ბართომეუ ცდილობს „აიაქსთან“ შეთანხმებას მიაღწიოს, რადგან რონალდ კუმანი ვან დე ბეეკის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. თავის მხრივ, ამსტერდამელები ლუის სუარესის დაბრუნებაზე ოცნებობენ და არაა გამორიცხული ურუგვაელის ტრანსფერში ჩართვა მოითხოვონ.

ვან დე ბეეკმა 2019-2020 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 37 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.