„ტოტენჰემი“ რეალის თავდამსხმელის, გარეთ ბეილის გადაბირებას აპირებს - გვამცნობს Elespanol.
წყაროს მტკიცებით, ამ ტრანსფერით პირადად ყოფილა დაინტერესებული ჩრდილოლონდონური კლუბის დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ „რეალი“ 17 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, ბეილის ჩათვლით. უელსელი ვარსკვალვის აგენტი, ჯონათან ბარნეტი კი ამბობს, რომ გარეთი „სამეფო კლუბის“ დატოვებას არ აპირებს.
გასული სეზონის დამთავრების შემდეგ, გულშემატკივრებში ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარეს და ბეილი მათ წლის უცუდეს ფეხბურთელად დაასახელეს.