ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ჯო ჰარტი „ტოტენჰემში“ გადავიდა.
33 წლის გოლკიპერმა ლონდონის გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჰარტი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „ბარნლიში“ ირიცხებოდა და რამდენიმე კვირის წინ, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ინგლისელ მეკარეს კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ სიტიში“ აქვს გატარებული, სადაც ორჯერ პრემიერლიგა, ორჯერ ქვეყნის ლიგის თასი და ერთხელ ასოციაციის თასი მოიგო. ინგლისის ნაკრების ღირსება კი ჰარტმა ევროპის ორ და მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე დაიცვა.