„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კატალონიურ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან ამ თანამდებობაზე კიკე სეტიენი შეცვალა, რომელიც პოსტიდან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ შეხვედრაში 2:8 წაგების შემდეგ დაითხოვეს.
57 წლის კუმანი ბოლოს ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ფეხბურთელობის დროს კი 1989-1995 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა და 192 შეხვედრაში 67 ბურთი გაიტანა.