„აფხაზეთში რუსულ ბაზებს ჩვენ ვანათებთ, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, ხოლო მეორე წყაროა გალელების ნაშრომი“

„აფხაზეთში რუსულ ბაზებს ჩვენ ვანათებთ, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, ხოლო მეორე წყაროა გალელების ნაშრომი“

აფხაზეთიდან წამოსულმა მესიჯებმა ცალკეულ ანალიტიკოსებს გაუმყარა მოსაზრება, იქნებ, აფხაზებმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეს ქართველებთან ურთიერთობის აღდგენა? საუბარია იმაზე, რომ დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თითქოს თბილისთან პრობლემის მოგვარებისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენის მომხრეა, ასევე, ბჟანია ჩადის გალში და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება, ამას ემატება ისიც, რომ ბჟანიას სურვილით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად ინიშნება სერგეი შამბა, რომელიც, ასევე, თბილისთან დიალოგის მომხრეა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ობიექტური მიზეზებიც, რომ მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო დოტაციას აფერხებს.

რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში, ამის შესახებ For.ge-ს მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების ერთ- ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია ესაუბრა.

მალხაზ პატარაია: ეს არის მორიგი სატყუარა ჩვენთვის, რათა განხორციელდეს რუსეთის მიერ ჩვენთვის გამოცხადებული რეალობისადმი შეგუების პოლიტიკა. გახსოვთ, ალბათ, რომ ჯერ პუტინმა, ასევე, ლავროვმა განაცხადეს, შეეგუეთ რეალობას და ესაუბრეთ მეორე მხარესო. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, მდგომარეობა დააბრუნოს ოკუპაციის კანონამდელ ფორმატში, ანუ ვითომც თვითონ არაფერ შუაში არ არის, ვითომც თვითონ აგრესორი არ არის და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს. სინამდვილეში, ბჟანია არანაკლები ჩეკისტია, ვიდრე მისი წინამორბედი ხაჯიმბა. დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ხაჯიმბა სწავლობდა კგბ- ს უმაღლეს სკოლაში, ასევე სწავლობდა ბჟანიაც. ომის დროს ბჟანია რუსებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ადგილას მუშაობდა, ის იყო გუდაუთის უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თუ არა მთლად უფროსი. იმის მერე გახდა აფხაზეთის უშიშროების ხელმძღვანელი და ორი რუსი გენერალი ჰყავდა მოადგილედ. ამიტომ ის ისეთივე ხელქვეითია რუსეთის, როგორც სხვა დანარჩენი ე.წ. იქაური პოლიტიკური ელიტა. როდესაც იქაური ვითომც ელიტა იკვებება რუსეთისგან და, გარდა ამისა, ძალიან ეშინია რუსეთის, რადგან აფხაზეთში განლაგებულია რუსული ჯარი, ფაქტობრივად, ვითარებას განაგებს რუსეთის ჯარი, უშიშროება, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები, ელჩი, ასეთ ვითარებაში აფხაზეთში ვინმე ჭკუათმყოფელს შეუძლია თქვას, რომ ისინი თავის ნებას დამოუკიდებლად გამოხატავენ? ისინი პირდაპირ მოქმედებენ რუსეთის კარნახით.

სერგეი შამბას პერმანენტული განცხადებები თბილისთან ურთიერთობის დათბობის შესახებ რას ნიშნავს?

- სერგეი შამბა ამ თვალსაზრისით გამოცდილია. ახლა რუსეთისთვის აუცილებელია, შეგვაცვლევინოს ფორმატი, გაგვაუქმებინის ოკუპაციის შესახებ კანონი, თუმცა ამის არაერთი მცდელობა ქართულ მხარესაც ჰქონდა. ანუ, თუ ჩვენ აფხაზებს ველაპარაკებით, ე.ი. აფხაზები მხარეს წარმოადგენენ და, თუ აფხაზები მხარეს წარმოადგენენ, მაშინ რუსეთი თურმე ოკუპანტი არ ყოფილა. მათ უნდათ, როგორმე ისევ წამოგვაგონ ძველ ანკესზე, რადგან შევარდნაძის შემდეგ სხვა ჟენევის ფორმატი იყო, როდესაც ჩვენ მაშინდელი ხელისუფლების წყალობით შევნიღბეთ ოკუპანტი და აგრესორი და მოგვაქციეს ე. წ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფორმატში. ძალიან დიდხანს ვიტკეპნებოდით ადგილზე და მაშინ ჟენევაში ტარდებოდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები. ეს არის რუსეთის სურვილი, შეგვაგუოს რეალობას.

ბჟანიაც და შამბაც რუსი ოკუპანტების სურვილს ახმოვანებენ, თუ მოხდა მათშიც გარდატეხა, რადგან მიხვდნენ, რომ რუსების ხელში დაღუპვისკენ მიექანებიან?

- რა თქმა უნდა, ისინი თამაშობენ ამ თამაშს, რომ უკან დაგვაბრუნონ, შეგვაცვლევინონ ფორმატი, რუსეთს ჩვენივე ხელით მოვუხსნათ ოკუპანტის სტატუსი, საერთაშორისო საზოგადოებასაც იგივე უთხრან, ქართველები და აფხაზები საუბრობენ, რუსები არაფერ შუაში არ ვართ და რომელ ოკუპაციაზეა საუბარიო?

მაშინ რუსებმა აფხაზებს საბიუჯეტო დოტაცია რატომ შეუფერხეს?

- რუსები საბიუჯეტო დოტაციას საკმარისად აძლევენ აფხაზებს, მათ იქ სხვა შემოსავალიც აქვთ, მარტო ბიუჯეტი არ არის მათი შემოსავალი. იქ არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი წყარო შემოსავლის, ერთია ელექტროენერგია, რომელსაც ჩვენ ენგურჰესიდან უფასოდ ვაწვდით აფხაზებს, ეს არის უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგია, ეს არის დაახლოებით, რასაც ქალაქ თბილისი ხარჯავს. სჭირდებათ ამდენი ენერგია აფხაზებს? სად მიაქვთ, არ ვიცი. შავ ხვრელში მიდის? ფაქტია, არ იკარგება ეს ენერგია, შესაძლოა, რუსულ სისტემაში მიდის, ისევ ჩვენ მოგვყიდიან. ერთი სიტყვით, შემოსავლის ძალიან დიდი წყაროა. ეს არის ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით ნახევარი, 40% მაინც. ახლა შევადაროთ, რამდენია თბილისის მოსახლეობა და რამდენია აფხაზეთის მოსახლეობა. პრაქტიკულად, რუსულ ბაზებსაც ჩვენ ვანათებთ. იქ რომ არის 40 რუსული ობიექტი, ყველას ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ. მეორე წყაროა გალელების ნაშრომი. იქ არის 35 ათასი გალელი, რომელიც შრომობს და რომლის ნაშრომს ითვისებენ აფხაზები, გარკვეულ ნაწილს უტოვებენ, დანარჩენი მიაქვთ. იქ პუნქტებია, დაბალ ფასად იბარებენ მათ ნაშრომს, ამას ემატება გადასვლის დროს ჯარიმები და შემოსავლები. მთლიანობაში, სამი წყარო არსებობს, რომ აფხაზებმა მუქთახორულად იცხოვრონ. დღემდე ასე იყო და არა მგონია, რამე შეიცვალოს. პერიოდულად რუსები აფხაზებს აგრძნობინებენ, ვინ არის ოჯახში უფროსი, ამიტომ ხანდახან შეუფერხებენ, დაუგვიანებენ, შეუწყვეტენ დაფინანსებას, რომ კიდევ უფრო მეტად მიიბან თავისკენ. რაც არ მომხდარა ოკუპაციის პირობებში ბოლო 27 წლის განმავლობაში, ახლა რუსეთი ამას არ შეცვლის. მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ რუსეთი გახდა კეთილი ბიძია და აფხაზებს პირდაპირ მიერეკება საქართველოსკენ. ვინმეს ამის სჯერა? რუსები იქ ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ არც აფხაზებს აქვთ დიდი სურვილი, რუსების გარეშე იყვნენ, რადგან ერთმნიშვნელოვნად ყველა რუსული აგენტურაა. ანუ, როდესაც ბჟანია ლაპარაკობს, ჩათვალეთ, რომ ლაპარაკობს პუტინი. შამბა ლაპარაკობს, ისევ პუტინი ლაპარაკობს. ამიტომ შავი და თეთრი უნდა განვასხვავოთ, ჩვენ ვიტკეპნებოდით 1993 წლიდან დღემდე ამ ილუზიებში, რომ საკმარისია მივიდეთ ენგურის ხიდთან და გავუშვათ ბუშტები და მტრედები, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს. სხვათა შორის, შამბამ ეს პირველად არ თქვა, ადრეც უთქვამს, რომელი გენოციდი, ჩვენთვის გენოციდი არავის ჩაუტარებია და არ შეიძლება, ქართველებზე ვთქვათ, რომ გენოციდი მოგვიწყვესო. სინამდვილეში, რომელ გენოციდზეა საუბარი, ქართველები ვართ გამოდევნილი საცხოვრებელი ადგილებიდან, თუ აფხაზები? მაუდქვეშ გვაქვს ამოდებული ქართველების გენოციდის უზარმაზარი, 250- ტომიანი საქმე. ეს არის მორიგი სატყუარა რუსეთის დაკვეთით. წარმოგიდგენიათ, ენგურზე გვიდგას საოკუპაციო ჯარი და ენგურს იქიდან ვიღაც გველაპარაკება და თავის ნებას თავისუფლად გამოხატავს? ეს ხომ ზღაპარია, რომელიც გათვლილია ჩვენს გულუბრყვილობაზე. სხვათა შორის, ჩვენს მხარესაც არიან ადამიანები, რომლებიც აღვივებენ ამ იდეას და რუსულ ნარატივში სხედან. რომელ შერიგების სამინისტროზეა საუბარი? ამით ხომ ეთნოკონფლიქტისკენ ვაძლევთ სახელმწიფოს მიმართულებას? თავისთავად, დიალოგზე უარის თქმა სისულელეა, მაგრამ ამისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი ფორმატი ჟენევაში. იქ მკაფიოდაა განსაზღვრული მხარეები- რუსეთი და საქართველო, იქ მხოლოდ მოწვეულნი არიან პროპორციულად - აფხაზეთის ხელისუფლება იქიდან, აფხაზეთის ხელისუფლება აქედან, ცხინვალის ხელისუფლება იქიდან და ცხინვალის ხელისუფლება აქედან. ეს ძალიან კარგი ბალანსია, თუ ლაპარაკი უნდათ, ეს შესანიშნავი ფორმატია. საერთაშორისო ორგანიზაციებიც იქვე არიან და ისინი არიან შუაში ჩვენსა და რუსეთს შორის. რუსებს უნდათ, ოკუპაციის კანონიც გავაუქმოთ, რაც აუცილებლად დამთავრდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობით. წინაპირობები დიალოგისთვის ხომ უნდა იყოს? თუნდაც არაფორმალური, არაოფიციალური დიალოგები რომ შედგეს, ამას ხომ წინაპირობა სჭირდება? სად არის კანჯი - ოღლი, ხომ მოკლა ოთხოზორია, გადმოგვცენ. თუკი ისინი რამის გამკეთებელი არიან, გალის რაიონში ქართული სკოლების აღდგენას რამე დიალოგი სჭირდება? ნუ მოვიტყუებთ თავს, ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, შეგვაგუონ რეალობას. ამაზე დათანხმება გავრილოვშჩინაზე დათანხმებაა.

 

 

 

 

 

 

Maverick აფხაზთა კრების ერთ- ერთი ლიდერ, მალხაზ პატარაიას!

თქვენ ამდენი უარყოფითი შეფასებების შემდეგ, რა ნაბიჯებს დგამთ რომ ურთიერთობები გაუმჯობრესდეს აფხაზებთან, გადატყდეს ხერხემალში უნდობლობა, შეთქმულების თეორიები და გავერთიანდეთ?!
ს ჩვენი და მათი ინტერესები,
შეკითხვა?

თუ არ ვცადეთ მოლაპარაკებეის დაწყება, შეჯერდეს ჩვენი და მათი ინტერესები, გავარკვიოთ სადამდე გადის ზღვარი მათთვის და ჩვენთვის სასურველს შორის და როგორი ფორმით არის შესაძლებელი გაერთიანება მათთვის და ჩვენთვის მიასაღები...

თუ არ გსურთ, ამისტი-იმისტის იარლიყების მიკერებით მიზეზი ყოველთვის მოძებნება და მოლაპარაკებაც ჩაილურის წყალს დალევს...
4 წლის უკან
ზაზა ყველაფერში გეთანხმები მალხაზ. მტერი მტერია ღორისშვილი. ნუ ეგონება ვინმეს აფხაზი ღორი მადლიერია აქეთ რომ მკურნალობენ. ვალდებულები არიანო იძახიან.
4 წლის უკან