გოგა ბითაძის ნაყოფიერი თამაში პლეი-ოფის წინ

გოგა ბითაძის ნაყოფიერი თამაში პლეი-ოფის წინ

„ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა და „მაიამი ჰიტი“ 109:92 დაამარცხა, გოგა ბითაძესაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა ცენტრმა 16 წუთში 4 ქულა (2/5), 3 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცხადია, ეს ცუდი შედეგი არაა, ყველაფერი მოასწრო. „პესიერსის“ რიგებში საუკეთესო დაუგ მაკდემეროტი იყო, რომელმაც 23 ქულა მოუტანა თავის გუნდს.

„ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც სწორედ „მაიმი ჰიტი“ იქნება მისი მეტოქე. სერიის პირველი დაპირისპირება 18 აგვისტოს გაიმართება.