„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის „ბაიერნთან“ 8:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
33 წლის მცველი, რომელმაც კლუბთან ერთად დაახლოებით 12 წელში 20 ტიტულის მოგება შეძლო განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად ის იქნებოდა პირველი ვინც კლუბს დატოვებდა.
„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე შემთხვევა. ჩვენ არ ვართ სწორ გზაზე“, - აღნიშნა პიკემ.
„კლუბს ცვლილებები სჭირდება. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად მწვრთნელსა თუ ფეხბურთელებზე, თუმცა გუნდს სტრუქტურულად ყველა სახის ცვლილება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ახალი „სისხლი“, რომელიც ამ დინამიკის შეცვლას შეძლებს და თუ საჭირო იქნება მე პირველი წავალ“, - განაცხადა ჟერარ პიკემ.
„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება.