პირლოს

პირლოს "შავ სიაში" იგუაინი და ხედირა მოხვდნენ

„იუვენტუსმა“ ანდრეა პირლოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები დაიწყო. ტურინელები შემადგენლობის გადახალისებას, გაახალგაზრდავებას და გაძლიერებას გეგმავენ. მნიშვნელოვანი დეტალია სახელფასო ბიუჯეტის შემცირება.

ბლეზ მატუიდიმ ტურინული გრანდი უკვე დატოვა და ამერიკაში „ინტერ მაიამის“ მიაშურა. ცხადია, მატუიდი პირლოს „შავ სიაში“ ერთადერთი არაა. იტალიური მედიის ცნობით, ახლა ჯერი გონსალო იგუაინსა და სამი ხედირაზეა. ორივე ფეხბურთელს „იუვესთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს, მაგრამ პირლო მათთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ხედირა ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს, ხოლო იგუაინი 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. შესაბამისად, იტალიური კლუბის ხელფასის დაზოგვასაც აპირებს და ორივე მოთამაშისთვის ახალი გუნდის ძებნა დაწყებულია.

იგუაინმა „იუვეში“ 148 თამაში ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა, ხოლო ხედირამ 144 მატჩი მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.