"იუვე" და "მანჩესტერი" ბარტერს ამზადებენ

ტურინის „იუვენტუსიდან“ პაულო დიბალას წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ არგენტინელის გაშვების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ყველაზე სასურველი კი იუვეს ხელმძღვანელებისთვის მის ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას დაბრუნებაა, რომელიც წლების წინ იუვენტუსის შემადგენლობაში თამაშობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანაგუნდელიც იყო და მათ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ეს ფაქტორი მისი დაბრუნების შანსს ზრდის.

რაც შეეხება „წითელი ეშმაკების“ პოზიციას - ინგლისური გუნდი პოგბას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ტურინული გუნდი ბარტერს დათანხმდება და არგენტინელი „მანჩესტერში“ გადაბარგდება.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა „იუვენტუსის“ რიგებში 2012-2016 წლების სეზონში თამაშობდა. ფრანგმა ნახევარმცველმა ტურინულ გუნდში 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 1 გოლია. რაც შეეხება პაოლო დიბალას, მან 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 17 გოლი მიითვალა.