ოფიციალურად: ვილიანი

ოფიციალურად: ვილიანი "არსენალის" ფეხბურთელია

ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. „მეთოფეთა“ ვებგვერდმა ცნობა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

ვილიანმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სამხრეთამერიკელი „არსენალის“ ღირსებას 12-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

32 წლის ბრაზილიელი ბოლო 7 სეზონის განმავლობაში მეორე ლონდონური გუნდის, “ჩელსის“ რიგებში თამაშობდა, სადაც 339 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა და 62 საგოლე პასი შეასრულა.

ბრაზილიელ შემტევს სხვადასხვა პერიოდში „კორინთიანსში“, „შახტარსა“ და „ანჟიში“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 2011 წლიდან დღემდე 70 მატჩში 9 გოლი მიითვალა.