იური სიომინი მოსკოვის „ლოკომოტივს“ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსყიდვის და მისი დიდი ხნით შენარჩუნებისკენ დიდი ხანი მოუწოდებდა, მაგრამ „რკინიგზელებმა“ ქართველი ფეხბურთელი დაკარგეს.
ამ ყველაფერს სიომინსა და კლუბის ხემძღვანელობას შორის კონფლიქტი დაერთო და გამოცდილ სპეციალისტს გუნდი დაატოვებინეს. სიომინი დღემდე ფიქრობს, რომ მართალი იყო და „ლოკომოტივმა“ ხვიჩას დაკარგვით ბევრი დაკარგა... მით უფრო ახლა, როდესაც კვარაცხელია „რუბინში“ შესანიშნავად თამაშობს და რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.
„თქვეს, რომ ხვიჩაზე უარი არ უთქვამთ, აგენტმა წაიყვანა გუნდიდან. ეს ნიშნავს, რომ კლუბის მენეჯმენტმა ცუდად იმუშავა. ხვიჩა უნდა დარჩენილიყო! რადენადაც ვიცი, დირექტორთა საბჭოს მოსაზრება გაიყო, რატომ არ მკითხეს? ვიყიდეთ უზკები ჟალოლიდონოვი, რომელიც ფინანსურად ხვიჩაზე მეტი ჯდება, კლუბმა კი წამში 10 მილიონი ევრო დაკარგა, რადგან ახლა კვარაცხელიასთვის ფულს გადაიხდიდნენ. მისი აგენტი წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. რატომ? თქვან, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - ამბობს სიომინი Sportbox-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში „რუბინის“ მაისურით 27 თამაშში 3 გოლთან ერთად 3 საგოლე პასი მიითვალა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა გახდა. „ლოკომოტივში“ ხვიჩა 2019 წლის იანვრიდან მაისამდე თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა („რუბინის“ კარში).