ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის მარტინ ედეგორის იჯარა "სოსიედადში" დასრულდა და 21 წლის ფეხბურთელი კლუბს დაემშვიდობა. ჯერჯერობით "სამეფო კლუბს" არ განუცხადებია ფეხბურთელი მადრიდულ გრანდში დარჩება თუ გაასხვისებენ.
ედეგორი "სოსიედადში" ერთი სეზონით იყო განათხოვრებული და გასულ სათამაშო წელს მარტინმა 36 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება "სოსიედადში" თამაშის პერიოდში 20-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მადრიდის "რეალთან" ნორვეგიელს ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.