„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ბერგამოს „ატალანტა“ შეაქო, თუმცა ისიც თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და არც კი უფიქრია ტურნირიდან გამოვარდნა.
„მატჩის დასრულებამდე არასდროს მიფიქრია, რომ გავვარდებოდით, ჩვენ ყოველთვის და მხოლოდ ნახევარფინალში გასვლაზე ვფიქრობდით. ვერავინ შეძლებს ფინალში გასვლის სურვილის ჩემი გონებიდან წართმევას, იმედია იქამდე მივალთ. მშვენიერი საღამო იყო, ძალიან რთული, შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც კარგად ითამაშა მთელი სეზონის განმავლობაში.
„ატალანტა“ ტურნირის მთავარი სიურპრიზია, ძალიან აგრესიული გუნდი. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ, ამ მატჩმა უზარმაზარი მენტალური ძალისხმევა მოითხოვა. ჩემპიონთა ლიგის მოპოვების სურვილი ამ მატჩამდე დიდი ხნით ადრე გვქონდა და არასდროს დასრულებულა. კიდევ ერთი თამაშია ფინალამდე, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ატალანტა“ მარკინიოსისა და ერიკ ჩუპო-მოტინგის გოლებით 2:1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი „ატლეტიკო“ – „ლაიფციგის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.