ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საოცარ ფორმაშია. ახალგაზრდა ნახევარმცველი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს და ტურიდან ტურამდე უმატებს.
19 წლის ფრეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურშიც გამოარჩიეს. ხვიჩამ „ლოკომოტივთან“ წაგებულ შეხვედრაში (0:2) 9 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 2020-2021 წლების სეზონის პირველ ტურში ეს საუკეთესო შედეგი იყო.
აღსანისნავია ისიც, რომ კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში მინდორზე 72 წუთი გაატარა. ქართველი ასევე თანამემამულე ზურიკო დავითაშვილმა ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გასულ სეზონში 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ყაზანის "რუბინი" მეორე ტურში 15 აგვისტოს, „ურალს" დაუპირისპირდება.