„ფანები თუ ჰყავს, ისევ მიშას ჰყავს, თორემ სხვა ლიდერებს ვინ აძლევს ხმას? „ნაციონალები“ მიშას რომ გაემიჯნონ, ალბათ, „ევროპულ საქართველოზე“ ორჯერ ნაკლებ ხმას აიღებენ“

„ფანები თუ ჰყავს, ისევ მიშას ჰყავს, თორემ სხვა ლიდერებს ვინ აძლევს ხმას? „ნაციონალები“ მიშას რომ გაემიჯნონ, ალბათ, „ევროპულ საქართველოზე“ ორჯერ ნაკლებ ხმას აიღებენ“

ნაციონალებმა, როგორც ჩანს, ადგილი ვერ განუსაზღვრეს სააკაშვილს და დე ფაქტო პრემიერად მისი წამოყენება განიზრახეს. ამ იდეამ აღფრთოვანებაში ვერ მოიყვანა ყოფილი ნაცები. გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრემიერი უნდა იყოს კომპრომისული ფიგურა, ეს კი ნიშნავს, რომ ბოკერიაც მიიჩნევს, რომ კომპრომისი სააკაშვილის სუსტი წერტილია.

„ნაცმოძრაობის“ წევრ გია ბარამიძისთვის კი გაუგებარია, რომ ოპოზიციონრებს მიშას გაპრემიერებას იდეა არ ხიბლავთ, ბარამიძის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ხმის ამღებ პარტიასთან, ანუ „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლას ოპოზიციონრები არ აპირებენ.

თუ ჰყავთ ოპოზიციაში პრემიერობის კომპრომისული ვარიანტი?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ, ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობამ“ არჩევნებით უნდა დაამტკიცოს, რჩება თუ არა ის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად. როდესაც არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, წინასწარ ლაპარაკი, რომ მე ყველაზე დიდი ოპოზიცია ვარ, არ არის სწორი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება. მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა.

„რასაკვირველია, სააკაშვილი დარჩება ქართველ პოლიტიკოსად, ბევრს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს იგი, მაგრამ ხელწამოსაკრავი ლიდერი არ არის, თუმცა დღეს საქართველოში მისი გაპრემიერების რეალურ შანსებს მე ვერ ვხედავ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. აგერ, პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურაც უნდოდათ, ზოგი ვის აყენებს პრემიერობის კანდიდატად, ზოგი ვის, შეიძლება „ოცნებამაც“ ისეთი კანდიდატურა წამოაყენოს პრემიერად, სულ რომ არ ველოდებით, ოხანაშვილი ან ვინმე ეგეთი“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, სადღეისო ფაქტი ისაა, რომ „ნაცმოძრაობამ“ გაერთიანებას მხარი არ აუბა. გაამართლებს თუ არა ეს ტაქტიკა, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, წელს უპრეცედენტო შანსი იყო, მთლიანი ოპოზიცია გაერთიანებულიყო. ეს ნიშნავდა, რომ ძალიან ძლიერი და ძალიან სუსტი პარტიები ერთ პოზიციებზე აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ, როდესაც ძლიერი პარტია ამბობს, რომ მე ყველაფერი უნდა მქონდეს, რადგან მე ძლიერი ვარ და შენ სუსტი ხარ და შენ არაფერი არ უნდა გქონდეს, აქ უკვე გაერთიანება აღარ მოდის.

ასე რომ, სოსო ცინცაძის აზრით, რომელ მიშას პრემიერობაზეა საუბარი, როცა ვერ შედგა ქართული ოპოზიციის გაერთიანება და გამორიცხული არაა, ეს ყველაფერი კატასტროფით დამთავრდეს არჩევნებში ოპოზიციისთვის. შესაბამისად, თუ ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებში, მაშინ „ნაცმოძრაობა“ ვერსად ვერ გაექცევა საყვედურს.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის გაპრემიერებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეფასებაა, კერძოდ, უყვართ ნაციონალებსა და მათ განაყოფებს რუსული ანდაზების მოყვანა, განსაკუთრებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხიბლავს ეს ანდაზები, ამიტომ ჯერ გადახტნენ და ჰოპლა მერე დაიძახონ.

„ქართველებსაც გვაქვს უკეთესი ანდაზები. თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ფანები თუ ჰყავს, ისევ მიშას ჰყავს, თორემ სხვა ლიდერებს ვინ აძლევს ხმას? ნაციონალები მიშას რომ გაემიჯნონ და ცალკე გავიდნენ, ალბათ, „ევროპულ საქართველოზე“ ორჯერ ნაკლებ ხმას აიღებენ. ამიტომ, ეტყობა, ჩემი პოსტი „გაიზიარეს“, რომ მიშა წინა ფლანგზე კი არა, თავში და შუაში იქნება-მეთქი, რადგან მაგის გარეშე 16%-საც ვერ აიღებთ-თქო. ამ პოსტის შემდეგ ნაცები უკვე მიშას გაპრემიერებაზე ალაპარაკდნენ. ანუ ფლანგზე კი არა, შუაში აყენებენ სააკაშვილს ცენტრ-ფორვარდად“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, თავშივე გასაგები იყო, რომ ოპოზიციონრები კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებოდნენ. ის, რომ დაიწყეს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება, ესეც იყო ფსევდო, მოჩვენებითი პროცესი, რაც სჭირდებოდათ იმისთვის, რომ, აი, ჩვენ თანახმა ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა შემდეგ იმ ცვლილებებსაც არ მისცეს ხმა. შესაბამისად, ჩაიშალა, რა მოლოდინიც იყო მაჟორიტარების ირგვლივ შეთანხმებაზე.

უფრო მეტიც, მთელი ეს გაერთიანება, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდა, ვერ შეთანხმდა ვერც მაჟორიტარებზე, ვერც სიაზე, კოორდინაციაზეც ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. თუ სადმე დადგება რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის საკითხი, შეიძლება როგორმე მოახერხონ შეთანხმება, რადგან იქ ავტომატურად მეორე ადგილზე გასულს უნდა დაუჭირონ დანარჩენმა ოპოზიციონრებმა მხარი. თუმცა, ამირან სალუქვაძე ეჭვობს, რომ იქაც, ალბათ, ოპოზიციონრები სხვა კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს და არც თავის მომხრეებს მოუწოდებენ სხვა კანდიდატის მხარდაჭერისთვის. თანაც, ჩვენთან არ არის ისეთი ტრადიცია, რაც ევროპულ ქვეყნებშია, რომ, თუ პარტია მოუწოდებს თავის ამომრჩეველს რომელიმე სხვა კანდიდატს მისცენ ხმა, როგორც წესი, ამომრჩევლები ამას ასრულებენ. ჩვენთან კი ხმას აძლევენ ლიდერებს. ამიტომ ასეთ ვითარებაში გაუგებარია საერთო პრემიერზე საუბარი, როცა მაჟორიტარებზე კი არა, ვერაფერზე ვერ თანხმდებიან.

„რომელ პრემიერზეა საუბარი? როცა ჩაივლის პირველი ტური, დაითვლიან ხმებს და რაღაც სურათი ჩამოყალიბდება, მაშინ შეიძლება პრემიერზე ილაპარაკონ. დღეს მე ამით ვერ ვერთობი. წავიდა სააკაშვილი საქართველოდან და თავისივე მიღებული კანონებით მიუდგნენ მას, მანამდე თვითონ იყო პრეზიდენტი და ასეთი კანონები დაგვიტოვა. სააკაშვილს რომ მოეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და ყოფილიყო სადმე უცხოეთში, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ წავიდა სხვა სახელმწიფოში, მიიღო იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა და ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. თვითონ გამონაკლისი რატომ უნდა იყოს? ამიტომ მომიზეზება, რომ ამ სასამართლოს პირობებში სააკაშვილის მოქალაქეობაზე საუბარი სასაცილოა, არაფერ შუაშია. დღეს კლოუნადას აწყობენ ნაციონალები, ამ დროს კი მე მინდა წინასაარჩევნოდ ვიხილო ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ნორმალური დებატები, პროგრამები. ჯერჯერობით ისევ ლოზუნგებია, 200 ათასი სამუშაო ადგილი, 300 ათასი სამუშაო ადგილი, ზღაპრებს გვპირდებიან იმ სიტუაციაში, როცა მსოფლიოში უმძიმესი კრიზისია, ამერიკის ეკონომიკა 32%-ით შემცირდა, ევროზონის ეკონომიკა შემცირდა, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა მცირდება. ადამიანი, ბანკირი, გვპირდება 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და მისივე კომპანიები, სადაც მას წილი აქვს, განვითარება-გაფართოებისთვის თავისი ბანკიდან კი არ იღებენ სესხს, არამედ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ, ერთი კომპანია „აწარმოე საქართველოდან“ იღებს სესხს, მეორე კომპანია საპარტნიორო ფონდიდან იღებს სესხს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

 

 

Aburjga Tasmanieli ჩამოდი რა ბატონო ექსპრეზიდენტო, ჩამოდი! ხომ ხედავ უშენოდ აქ დიდი არეულობა, ნგრევა და სამოქალაქო დაპირისპირება ვერა და ვერ იქყება?! ჩამოდი ნუღარ აგვიანებ, ქართველ ხალხს გვენატრება ტრილერში ცხოვრება! არც სასმელი გვინდა, არც საჭმელი, არც სამუშაო... არაფერი არ გვინდა! გვინდა მხოლოდ ტრილერი, ჰოლივუდი, მაკდონალდსი, გეები, თეთრი ხმაური ... და თქვენი გახსნები, სავადმყოფოების, ფსიქიტრიული სავადმყოფოების, იქამდე მისასვლელი გზების და ბილიკების გახსნები!
3 წლის უკან